19 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მცხეთაში

დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მცხეთაში განიხილავდნენ. კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვის ძირითადი საკითხები პრეზიდენტის არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემის ცვლილება იყო.

ადგილობრივებს ასევე აინტერესებდათ, მთიანი რეგიონებისთვის შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებულ ჩანაწერში რატომ ამოიღეს სიტყვა "შეღავათი" და მის ნაცვლად ჩასვეს "განსაკუთრებული პირობა".

ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად საზიანოა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემა. მმართველი გუნდი კი შენიშვნებს არ იზიარებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები