20 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
ეს იყო სრულიად ამაზრზენი ფაქტი - გიორგი აბაშიშვილი ლაშა თორდიაზე განხორციელებულ ძალადობაზე

„ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტი,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე მომხდარ თავდასხმას.

„ეს იყო სრულიად ამაზრზენი ფაქტი, როდესაც ქალაქის ცენტრში ხდება კრიმინალური თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე, უმაღლესი თანამდებობის პირზე და ეს ორმაგად სამწუხაროა, რომ უკავშირება, როგორც ამას ბატონი ლაშა აღნიშნავს, მის პროფესიულ საქმიანობას,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, ყოფილი პროკურორის გავლენებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, მისი თქმით, მიუღებელია მსგავსი ქმედება. ის იმედოვნებს, რომ გენერალურ აუდიტორზე მომხდარი ძალადობის ფაქტს დროულად გამოიძიებენ და დამნაშავე მკაცრად დაისჯება. 

დღის ამბები