20 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
ერთგვარ კომედიასთან გვაქვს საქმე - გიორგი აბაშიშვილი მმართელი გუნდის კრიტიკას პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, მმართველი გუნდის მიერ ბოლო დღეებში პრეზიდენტის უფლებამოსილებების დაკნინებას აფასებს. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მთავრსარდლის ფუნქციის დაკნინება მმართველი გუნდის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.

„საერთოდ ერთგვარ კომედიასთან გვაქვს საქმე, თუ უფრო, ასე ვთქვათ, ტრაგიკულ მოვლენასთან არა, როდესაც საუბარია, რომ უმაღლეს მთავარსარდალს, თურმე, შეიარაღებული ძალები არ ექვემდებარება,“ - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, მმართველი გუნდის მიერ მსგავსი განცხადებები მოსკოვს ხელს აძლევს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხალხის აზრი უმნიშვნელოვანესია, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზეც.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მდგრად, სწორ ნაბიჯებს კონსტიტუციიის ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ნაკლებად ესაუბრებიან საზოგადოებას ფუნდამენტური ცვლილებების მოსურნეები,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პლებისციტთან დაკავშირებით მან ასევე აღნიშნა, რომ ყელა საშუალება, რომლითაც საზოგადოების აზრის დაფიქსირება მოხდება, მათთვის მისაღებია. 

დღის ამბები