19 აპრილი 2024,   04:37
ვრცლად
პირველ დღეს რა განცხადებები ისმის, წარმოუდგენელია - ეკა ბესელია თორდიაზე თავდასხმას ეხმაურება

„ნებისმიერი ძალადობა, მით უფრო ასეთი სახის და შინაარსის, დასაგმობია და მიუღებელი ფაქტია,“ - ასე შეაფასა შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმა, რაშიც ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.

ქართული ოცნების წევრის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა გამოძიებას დაელოდოს.

"როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა, არ გავაკეთოთ არანაირი ცალმხრივი და ემოციური განცხადებები, დაველოდოთ, რომ გამოძიება მოხდება. პირველ დღეს რა განცხადებები ისმის, რაც განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოვისმინე, წარმოუდგენელია. მე ველოდები გამოძიებას, რადგან მიმაჩნია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები