25 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
ლევან ბეჟაშვილი კონასტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვებს ე.წ.-ს უწოდებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვებს ე.წ.-ს უწოდებს. მისი თქმით, მსგავს ფორმატში მონაწილეობის მიღებას აზრი არა აქვს.

ლევან ბეჟაშვილმა ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტი სომხურ მოდელს შეადარა.

"ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საკონსტიტუიცო ცვლილებები შემოგვასაღონ, როგორც ევროპული მოდელი. ამ საკონსტიტუციო მოდელთან მიმართებაში ევროპულ ანალოგებს ვერ ვნახავთ. საკონსტიტუციო მოდელი ქართულ ოცნებას აღებული აქვს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსგან, ერთი ერთში გამეორებული არის გაუარესებული სომხური მოდელი კონსტიტუციური რეფორმის, რომელიც 2016-17 წლებში განხორციელდა," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები