20 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
ძალიან წარმატებულად მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში - ნოდარ ხარშილაძე

„ძალიან წარმატებულად მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში,“ - ასე შეფასა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, NDI-ის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული მოსახლეობის 42% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ცუდი, 48%-ის აზრით კი - კარგი. ნოდარ ხარშილაძემ ხელისუფლების უმოქმედობასაც გაუსვა ხაზი.

ნოდარ ხარშილაძემ უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს არსებობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კონსულტაციების გამართვა, განსაკუთრებით ნატოსთან.

„დღეს მზარდი საფრთხე არის ჰიბრიდული ომი. ჩვენ ვართ რუსეთის მეზობლად და მათი შესაძლო სამიზნე, გვჭირდება ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაუწვეს სახელმწიფოებრივ ძალისხმევას. იმ ქვეყნებში, სადაც არის უშიშროების საბჭო, ან მსგავსი ორგანოები, იქ აძლიერებენ, სადაც არ არის, ქმნიან,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ. 

დღის ამბები