ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნას დღეს პატივი მიაგო ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა. შალვა ნათელაშვილმა მინდელის სახელობის შახტის შესასვლელთან გვირგვინი მიიტანა.
პარტიის ლიდერი მოუწოდებს მთავრობას, შეიქმნას შრომითი უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს გააკონტროლებს.