25 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
გივი თარგამაძის ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის დაცვის მიერ ელ ცენტროში კამერების მონაცემები ამოღებული და განადგურებულია

„არაფორმალური მმართველის არაფორმალურმა საცეცმა არა კონკრეტულ პიროვნებას სცემა, არამედ, პრაქტიკულად, მთელ პარლამენტს სცემა. პარლამენტის თავმჯდომარე თუ არ მოახდენს ინიცირებას საგამოძიებო კომისიის მუშაობის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მას დაუძახოს მონა და ეს იქნება მართალი,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, გივი თარგამაძემ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა, რაშიც ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს და მის თანხმლებ პირებს ადანაშაულებს.

გივი თარგამაძის თქმით, მან მიიღო ინფორმაცია, რომ ფინანსური პოლიციის დაცვის მიერ ელ ცენტროში კამერების მონაცემები ამოღებული და განადგურებულია.

გივი თარგამაძის თქმით, ოთარ ფარცხალაძე დადის დაცვით და სარგებლობს ფინანსური პოლიციის ინფრასტრუქტურით. ასევე, მისი თქმით, ფინანსური პოლიციის საკუთრებაში არსებული მანქანა ემსახურება ფარცხალაძეს. 

ევროპული საქართველოს წევრის აზრით, ივანიშვილს უბრალოდ მოსწონს ფარცხალაძე და ამიტომ, მისი აზრით, ის ინარჩუნებს პრივილეგიებს. თარგამაძემ ოთარ ფარცხალაძის კორუფციულ სქემებში შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა.

„ფარცხალაძე ჩართული უზარმაზარ კორუფციულ სქემებში, ეს არის პორტების საკითხი, როდესაც ხელოვნურად, ფარცხალაძის მეშვეობით, პრაქტიკულად, შეზღუდული იქნა მუშობაში ფოთის პორტი, შემდეგ ბათუმის პორტი, რომელიც იქნა გაკოტრებული მის ყაზახ ასევე კორუფციაში გასვრილ დირექტორზე ზეწოლის მეშვეობით. შეიქმნა პარალელური სტრუქტურა, ე.წ. მცირე პორტი, რომელშიც ხელმძღვანელი არის ფარცხალაძის მიერ მოყვანილი საქართველოს ლუკოილის ხელმძღვანელის შვილი, ქათამაძე, ხოლო დიდ პორტში, იმისთვის, რომ დიდი პორტის გაბანკროტებას დახმარებოდა, მოყვანილია ვანო ჩხარტიშვილის პროტეჟე,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ და ასევე აღნიშნა, რომ მეორე სქემა უკავშირდება ფეროს ქარხანას.

„ფარცხალაძის გაღიზიანება გამომდინარეობს ახალი ომიდან, რომელიც ფეროს ქარხნის თაობაზე მიმდინარეობს. ბატონა კაპანაძემ ფარცხალაძის მეშვეობით მოახერხა და ვითომ ეკოლოგიური დაცვის მიზეზით დანიშნა დროებითი მმართველი, პრაქტიკულად, ქარხანა თავის კუთვნილებაში დაიბრუნა,“ - აღნიშნა თარგამაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები