19 აპრილი 2024,   02:55
ვრცლად
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა 

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა ქვეყნებს შორის 7 თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები. დოკუმენტს პეკინში ხელი საქართველოს ეკონომიკისა და ჩინეთის კომერციის მინისტრებმა მოაწერეს.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით მილიარდ ნახევარ მომხმარებელს აერთიანებს.

ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ - ეს ეხება ქართული პროდუქციის დაახლოებით 94-პროცენტს.

„ეს არის შეთანხმება, რომელსაც ახალ, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აყავს ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ჩინეთი არის ის სახელმწიფო, რომელთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი პერმანენტულად გვეზრდება. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ მსგავს დიდი ეკონომიკებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფორმებაში,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები