19 აპრილი 2024,   03:34
ვრცლად
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია ტრადიციულად ელისეს სასახლეში გაიმართა. ახლადარჩეულ პრეზიდენტს რეზიდენციის შესასვლელში მისი წინამორბედი დახვდა.

ფრანსუა ოლანდმა მისი მემკვიდრე კაბინეტში მიიპატიჟა და მასთან დახურული მოლაპარაკება გამართა. როგორც წესი ასეთი აუდიენციის დროს პრეზიდენტები შემცვლელებს საიდუმლო ინფორმაციას და ბირთვული იარაღის გასააქტიურებელ კოდებს აცნობენ. უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ ფრანსუა ოლანდმა ელისეს სასახლე დატოვა, ემანუელ მაკრონი კი მუშაობას შეუდგა და ადმინისტრაციაში პირველი თანამშრომლების დანიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი.

დღის ამბები