19 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
ევროვიზიის ფინალი - გამარჯვებული პორტუგალიელი მომღერალი გახდა

ევროვიზიის ფინალი პორტუგალიელმა მომღერალმა მოიგო. ჟიურისა და მაყურებლის კენჭისყრის შედეგებით, სალვადორ სობრალმა 758 ხმა მოიპოვა.

ევროვიზიის პრიზი პორტუგალიელ მუსიკოსს გასული წლის გამარჯვებულმა - უკრაინელმა მომღერალმა გადასცა, რის შემდეგაც სობრალი კიდევ ერთხელ გამოვიდა სცენაზე და საკონკურსო სიმღერა დასთან ერთად შეასრულა.

მეორე ადგილი ფინალში ბულგარელმა მომღერალმა დაიკავა. სამეულში მოხვდა მოლდოვის წარმომადგენელიც. კონკურსის არსებობის ისტორიაში ეს პორტუგალიის პირველი გამარჯვებაა. წესების თანახმად, ევროვიზიის მომდევნო კონკურსი პორტუგალიაში გაიმართება.

დღის ამბები