19 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
200 ათასზე მეტი დაზარალებული ადამიანი - ევროპოლმა მასშტაბური კიბერ თავდასხმის შედეგები შეაჯამა

ევროპოლმა მასშტაბური კიბერ თავდასხმის შედეგები შეაჯამა. უწყების ინფორმაციით, კიბერ-შეტევა 150 ქვეყნის, 100 ათასამდე ორგანიზაციაზე განხორციელდა, დაზარალებული ადამიანების რიცხვმა კი 200 ათასს გადააჭარბა. დაუდგენელმა ჰაკერებმა სპეციალური ვირუსული პროგრამა შეიმუშავეს და ორგანიზაციების ანგარიშები დაბლოკეს, ბლოკის მოხსნის სანაცვლოდ კი მომხმარებლებს თანხას სძალავდნენ. ფულად გამოსასყიდს ისინი ბიტ-კოინებში ითხოვდნენ.

ჰაკერებმა სახელმწიფო ინსტიტუტები და უმსხვილესი კორპორაციები დააზარალა. ვირუსის გავრცელება ბრიტანელმა აი ტი სპეციალისტმა შეაჩერა და კიბერ უსაფრთხოების სამსახურები მორიგი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. ანონიმი სპეციალისტი აცხადებს, რომ ჰაკერებს ვირუსის ლოგარითმის შესაცვლელად საკმარისი დრო ჰქონდათ და მორიგი თავდასხმა შესაძლოა უკვე ხვალ მოხდეს.

დღის ამბები