19 აპრილი 2024,   01:43
ვრცლად
ხელისუფლებას არ სურს გასაჯაროვდეს ფირები, რომელზეც აღბეჭდილია დანაშაული - სალომე სამადაშვილი თორდიაზე თავდასხმა აფასებს

ნაციონალურ მოძრაობაში გენერალური აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე, თავდასხმის ფაქტს აფასებენ. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება არ სურს, რადგან მასში ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს.

"ხელისუფლებამ არ დაიწყო გამოძიება მუხლით, რომელიც განსაზღვრავს განსაკუთრებით მკაცრ შესაბამის ზომებს იმ შემთხვევაში, როდესაც თავდასხმა ხდება ხელისუფლების წარმომადგენელზე, იმიტომ რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ბატონი ფარცხალაძის წინასწარ პატიმრობაში მოთავსების აუცილებლობა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს არ სურს, გასაჯაროვდეს ფირები, რომელზეც აღბეჭდილია დანაშაული, მეორე მხრივ, დაიკითხოს ფარცხალაძე და ასევე ყველა მოწმე, რომელიც ამ საქმეს შეესწრო და ამ დაკითხვის შედეგები ცნობილი გახდეს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანხმლები პირი პარასკევს დაესხნენ და თავდასხმის მიზეზი მისი სამსახურეობრივი მდგომარეობაა.

დღის ამბები