25 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
დარღვეული კანონი და მაღალჩინოსნების შემოსავლები კერძო სექტორიდან - ვინ აფარებს ხელს ჩინოვნიკებს?

საქართველოს მთავრობის 4 მაღალჩინოსანი, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონს არღვევს, ამის შესახებ დოკუმენტებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე ასაჯაროებს. 

ოპოზიციის ლიდერის თქმით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მისი მოადგილე აკაკი ლოდია, სამგორის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და ფინანსთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი, გიორგი ხანიშვილი, რომელიც ამჟამად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, საჯარო სექტორში მუშაობის პარალელურად კერძო სექტროში მუშაობდნენ და შემოსავლებს იღებდნენ. 

კანონში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების შესახებ ვკითხულობთ - თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავად მიუთითეს დეკლარაციაში კერძო სექტორიდან შემოსავლების შესახებ, მათ წინააღმდეგ სანქციები არ გატარებულა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს იმ კომპანიების საქმიანობის შესწავლა, სადაც სახელმწიფო მაღალჩინოსნები არიან დასაქმებულები რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამ კომპანიების ლობირებას სახელმწიფო ტენდერებში.

"თუ კი ეს გარემოება გამოიკვეთება ადგილი გვექნება სისხლის სამართლის დანაშაულთან,"- ამბობს გიგაური. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილ კომპანიებს მისი მინისტრობის პერიოდში მილიონობით ლარის ტენდერი აქვთ მოგებული. 

ავტორი: ნოდარ მელაძე. 

დღის ამბები