25 აპრილი 2024,   08:20
ვრცლად
"პოსტსკრიპტუმმა" ექსკლუზიურად გაარკვია ოთარ ფარცხალაძესთან ერთად ვინ მონაწილეობდა ლაშა თორდიაზე თავდასხმაში

საქართველოს გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს, თუმცა დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ არ საუბრობს. ასევე უცნობია, დაიკითხა თუ არა საქმეზე, ლაშა თორდიას მტკიცებით, მასზე თავდამსხმელი, ყოფილი მთავრი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

პოსტსკრიპტუმის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის უფროსზე თავდასხმაში ოთარ ფარცხალაძესთან ერთად, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი მონაწილეობდა, რაც თავად ლაშა თორდიამაც დაადასტურა.

ყოფილი მთავარი პროკურორი დღეს არც მედიასთან და არც საგამოძიებო უწყებაში გამოჩენილა. ამასთანავე, საგამოძიებო მოქმედებები ჯერჯერობით მხოლოდ საავადმყოფოში მიმდინარეობს. 3-საათიანი დაკითხვა, დღეს ლაშა თორდიას ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა.

სახელმწიფო თანამდებობის პირზე თავდასხმის შემდეგ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, მუხლის გადაკვალიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.

ლაშა თორდიას განმარტებით, ოთარ ფარცხალაძე მას ფიზიკურ თავდასხმამდე იმ დოკუმენტის გამო ემუქრებოდა, რომელიც აუდიტის სამსახურის სკანდალურ დასკვნაში დევს და ოთარ ფარცხალაძესა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხება.

 

დღის ამბები