23 აპრილი 2024,   16:48
ვრცლად
კორუფცია უფასო სასადილოებში - ხალხის ხარჯზე მოგებული თანხები

უფასო სასადილოებში, რომლებიც  სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ბენეფიციართა ჯგუფი ყოველწლიურად მატულობს.

თბილისის საკრებულოს უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ გაჭირვებული ადამიანების უკან დიდი კორუფციული გარიგება იმალება. სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს კვლევის მიხედვით, სასადილოებში სიაში მყოფი ბენეფიციარებიდან 20 ათასზე მეტი ადამიანი ამ მომსახურებით არ სარგებლობს, მათი თქმით, ეს სახელები და გვარები მკვდარი სულებია, რაც 8 მილიონი ლარის კორუფციულ გარიგებას უკავშირდება.

საკრებულოს ოპოზიციის განმარტებით, მერიის მიერ ტენდერის შეცვლილმა პირობებმა, სოციალურად დაუცველებს სასადილოებში საკვები ბევრად გაუუარესა და ინფლაციის რისკი გაზარდა.

უფასო სასადილოების ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს ორი კომპანია ნილი და ილი განკარგავს. ნილი, 2014-ის შემდეგ ჩაერთო პროგრამაში, ილი-ჯგუფი კი მანამდეც იყო. მათ შესახებ სახელმწიფო აუდიტმა იმ პერიოდის ასეთი დასკვნა დაწერა:

შპს ლიზი და შპს ილი ჯგუფი, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სავარაუდოდ მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. საუბარია იმაზე, რომ ცალკეულ უბანს ერთი მეორეს უთმობდა და პირიქით და ამით კონკურსს გვერდს უვლიდნენ.”

ამის გამოძიებამდე, წესით, ილი ჯგუფი მერიის შავ სიაში უნდა მოხვედრილიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები