19 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევები - დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება

სამუშაოს შესრულების დროს დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. 2010 წლის 14 ოქტომბერს, დასახიჩრებული და უგონოდ მყოფი ზეინკალი მამია მიქაუტაძე კლინიკაში სამსახურიდან გადაიყვანეს. ამწე, რომლის სიახლოვესაც მამია სხვა მუშებთან ერთად საქმიანობდა გაუმართავი იყო. დაშვებულზე მძიმე ტვირთის აწევისას კონსტრუქცია მწყობრიდან გამოვიდა და ამწეს მთავარი დეტალი მოსწყდა.

კომპანია ხიდის ხელმძღვანელობამ მწყობრიდან გამოსულ ამწეს მხოლოდ დაზიანებული დეტალი შეუკეთა და საქმიანობა განაგრძო.

2010 წელს, მამია მიქაუტაძე ერთადერთი დასაქმებული ნამდვილად არ ყოფილა, ვისი ცხოვრებაც საწარმოო ტრამვამ რადიკალურად შეცვალა. მუშა-მოსამსახურების ტრაგიკული ისტორიები, მხოლოდ სტატისტიკაში აისახა.

დღევანდელი კანონმდებლობით, ინსპექტორი ვალდებულია, წინასწარ გააფრთხილოს კომპანია, რომ მის შემოწმებას აპირებს. თუმცა კერძო კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ საერთოდ უარი უთხრან ინსპექტორებს და არ მისცენ მათ შემოწმების საშუალება.

შრომის ინსპექციას მხოლოდ რეკომენდაციების მიცემა შეუძლია, კომპანია კი საერთოდ არ არის ვალდებული გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

 

 

 

დღის ამბები