25 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
ლაშა თორდიას დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო. გამომძიებელი თორდიას სახლში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან ტერიტორია დატოვა, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა ლაშა თორდიას დაკითხვის გადადების მიზეზი. 

დღის ამბები