24 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს, გერდ მიულერს, შეხვდა. გერმანელმა სტუმარმა საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

ფედერალური მინისტრი  გერმანიაში ერთობლივი საინვესტიციო ფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც გერმანელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის სამზადისზე, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები