16 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
NDI-ის კვლევა - მოსახლეობის განწყობები ხელისუფლების, პარტიებისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების ნაწილს ასაჯაროვებს. გასაჯაროებული კვლევების მიხედვით, ყველაზე ახლოს გამოკითხული მოსახლეობის შეხედულებებთან არცერთი პარტია დგას. მაჩვენებელი ნოემბრის შემდეგ 40%-დან 29%-მდე შეუმცირდა ქართულ ოცნებას. შეხედულებებთან ახლოს მდგომი პარტიების ჩამონათვალში ქართული ოცნების შემდეგ 10%-ით ნაციონალური მოძრაობაა, 4% ალიანსს, 3% კი ლეიბორისტებს აქვს. მოსახლეობის განწყობების შესწავლისას NDI-ის კვლევით გამოჩნდა, რომ ჯამში მხოლოდ 33 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 31 ფიქრობს, რომ არასწორად. თავს დაუსაქმებლად 63% მიიჩნევს. 

მთავრობის წევრთა საქმიანობის შეფასებისას, ყველაზე პოზიტიურად გამოკითხულებმა ჯანმრთელების მინისტრის საქმიანობა შეაფასეს, ყველაზე მაღალი ნეგატიური მაჩვენებელი კი ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს. გამოკითხულთა 84% კი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის მომხრეა. ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერის კლებას სარწმუნოდ არ მიიჩნევს მმართველი გუნდი.

მხარდამჭერით მეორე ადგილზე მყოფი პარტიისთვის NDI-ის კვლევის სურათი მოსახლეობის ნიჰილიზმს ასახავს და იმას, რომ პრობლემების მოგვარებაში ხალხს მმართველი პარტიის იმედი არ აქვს.

რამდენიმე კითხვა ეთმობა კვლევაში ევროპული საქართველოს დაფუძნებას და ლიდერების მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას. გამოკითხულთა 79%-ს ამის შესახებ ინფორმაცია აქვს, მათგან 17%-ის აზრით, ახალი პარტიის შექმნა ოპოზიციას გააძლიერებს, ამდენივე საწინააღმდეგოს ფიქრობს, 47%-თვის კი არაფერი შეიცვლება.

დღის ამბები