19 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
თორდიას საქმე - უმრავლესობა გამოძიებას სრულად ენდობა, ოპოზიციას და არასამთავრობოებს კი ერთობლივი მოთხოვნებიც აქვთ

არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და სახალხო დამცველი სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე მომხდარი ძალადობის დროულ გამოძიებას და საქმის გადაკვალიფიცირებას ერთხმად მოითხოვენ. სამოქალაქო სექტორისთვის გაუგებარია, რატომ არ კეთდება განცხადებები საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების მხრიდან.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ, რადგან ისინი გამოძიებას სკეპტიკურად უყურებენ.  

საქართველოს სახალხო დამცველი, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმის საქმის შესწავლას იწყებს. ნანუაშვილი ამბობს, რომ ლაშა თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება ერთგვარი ტესტი იქნება საგამოძიებო ორგანოებისთვის.

ოპოზიციაში საგამოძიებო უწყებიდან ღამის კლუბში გადაღებული ვიდეომასალების გასაჯაროებას და საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ. ოპოზიციის ნაწილი ყოფილი პროკურორის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ისინი გამოძიებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, რადგან, მათი თქმით, ამ დრომდე ერთ-ერთი სავარუდო მოძალადე ოთარ ფარცხალაძე დაკითხული არ არის.

მმართველ გუნდში კი გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ დაკითხვის ჩატარება საგამოძიებო უწყებების პრეროგატივაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები