24 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
არწახის მიდამოებში აზერბაიჯანულმა არმიამ ცეცხლი გახსნა

ვითარების მორიგი ესკალაცია მთიან ყარაბაღში. არწახის მიდამოებში აზერბაიჯანულმა არმიამ ცეცხლი გახსნა.

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მართვადი რაკეტებით მათ ობიექტებზე მიიტანა იერიში და დააზიანა არმიის სამხედრო ტექნიკა.

ოფიციალური  ბაქო აცხადებს, რომ მათ გაანადგურეს მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც სომხეთის არმიის საკუთრებაა და გუშინ საღამომდე მისი ლოკაციის შეცვლა მოხდა თავდაცვის წინა ხაზზე, რაც საჰაერო სივრცის ხელში ჩაგდების მცდელობა იყო.

დღის ამბები