19 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
თორდიაზე თავდასხმა - ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, რაშიც ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს, ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ პროკურატურა გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმას ობიექტურად არ გამოიძიებს.

„ასეთ ვითარებაში, როდესაც ბატონი ფარცხალაძე არის პროკურატურის არაფორმალური მმართველი, შსს სახლში სტუმრობს მეგობრული ვიზიტებით ყოფილ გენერალურ პროკურორს, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია მისი ქმედებების გამართლებაში, ევროპული საქართველო თვლის, რომ პროკურატურისგან ობიექტური გამოძიება არ მოხდება. ეს საქმე სწორედ უნდა მოიძიოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

ინიციატივის გათვალისწინებას საპარლამენტო უმრავლესობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

დღის ამბები