24 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
თორდიას ერთადერთი რეაგირება იყო პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული განცხადება - ფარცხალაძის ადვოკატი

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ლაშა თორდიას მონაყოლში მათთვის ბევრი საეჭვო გარემოებაა, რომლის გადამოწმება მათთვის პრიორიტეტული იყო.

ადვოკატ მერაბ ჩიქოვანის განმარტებით, მათთვის მთავარი კითხვის ნიშანი იყო, თუ რატომ არ გამოიძახა ლაშა თორდიამ საპატრულო პოლიცია, ან სამედიცინო დახმარება ინციდენტის დარსულებისთანავე.

ყოფილი მთავარი პროკურორების ადვოკატების თქმით, მათ დადგენილი აქვთ, რომ ინციდენტი მოხდა ღამის 01:30-ზე, გენერალურმა აუდიტორმა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას პირველად გამთენიისას, 06:45-ზე მიმართა.

ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებით, ინციდენტის შემდეგ ელ ცენტრო ჯერ ოთარ ფარცხალაძემ, შემეგ კი რამდენიმე საათის შემდეგ გენერალურმა აუდიტორმა დატოვა.

"რატომა არ გამოიჩინა ბატონმა თორდიამ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და რატომ არ მიმართა სამართალდამცავებს ინციდენტის დასრულებისთანავე? როგორც ის ამბობს, რომ არა დაცვის თანამშრომლები, მის ჯამრთელობას, მის სიცოცხლეს, თურმე, საფრთხე შეექმნებოდა. დამთავრდა ინციდენტი, ამოიწურა და მისი მხრიდან არ ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მისი ერთადერთი რეაგირება იყო პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული განცხადება, რაც არა თავდასხმაზე, არამედ მომხდარის პოლიტიზირებაზე მეტყველებს,“ - განაცხადა ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები