19 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
ივანიშვილი დაკავებულია, კალაძე-ფარცხალაძის მეშვეობით, ბიზნესების მაფიოზური გზით, ჩამორთმევა-ხელში ჩაგდებით - ენმ

ნაციონალური მოძრაობა ბიზნეს ზეწოლასა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიურ კრიზისზე საუბრობს.

ოთარ სირაძემ დღეს კომპანია ჯორჯიან მანგანეზით ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებაზე ისაუბრა. ამ სქემის შემსრულებლად ნაციონალური მოძრაობის წევრები ოთარ ფარცხალძეს ასახელებენ.

„ივანიშვილი დაკავებულია, კალაძე-ფარცხალაძის მეშვეობით, ბიზნესების მაფიოზური გზით ჩამორთმევა-ხელში ჩაგდებით. წარმოგიდგენთ შპს ჯორჯიან მანგანეზის მაგალითს. ამ კომპანიაზე მოდის ქვეყნის ექსპორტის, დაახლოებით, 20%,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ოთარ სირაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები