25 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი "კომუნისტები" - ირაკლი კობახიძე

"სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი "კომუნისტები", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ გუშინ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, მის მიერ სტუდენტების მიმართ გაკეთებული განცხადება განმარტა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში მემარცხედნე ექსტრემისტების ადგილი არ არის. 

სოცალისტთან და სოციალ დემოკრატიასთან არაფერი არა აქვს საერთო იმ მიდგომებს, რომელსაც გამოხატავენ ეს ადამიანები. ამიტომ სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი "კომუნისტები" და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კომუნიზმი საქართველოში არ შეიძლება, გახდეს ერთგვარი იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც რაიმე პერსპექტივა შეიძლება, ჰქონდეს.

"კომუნიზმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს მემარცხენე ექსტრემისტებზე, მემარცხენე რადიკალებზე. ამის ადგილი საქართველოში ნამდვილად არ არის. ისინი არიან ახლა იმ ასაკში, როდესაც უნდა შეიძინონ ცოდნა და მას შემდეგ, რაც შეიძენენ ცოდნას, ბუნებრივია, გაიფართოვებენ თვალსაწიერს და ეს მისცემთ მათ იმის საშუალებას, რომ სხვანაირად შეხედონ რაღაცეებს. მაგალითად, არ შეხედონ კომუნისტის თვალით გარკვეულ მოვლენებს. ეს იყო ჩემი მოწოდება. რაც შეეხება "უცოდინარს" და "გაუნათლებელს", ეს ტერმინი გამოიყენა ბატონმა სანდრო ბრეგაძემ. ეს არის მისი ლექსიკა, ეს არ არის ჩემი ლექსიკა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები