19 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
გამგებლის თანამდებობის გაუქმება - ოპოზიცია თვითმმართველობის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს

გამგებლის თანამდებობის გაუქმების გადაწყვეტილებას ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები მოყვა, სადაც სახელის გადარქმევას მცირე რეფორმას უწოდებენ.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ქვეყანაში თვითმმართველობის კუთხით არსებობს.

„დღევანდელ საქართველოში თვითმმართველობა - ეს არის ცენტრალურ ხელისუფლებაზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, ფინანსურად ძალიან სუსტი, კორუფციით და ნეპოტიზმის ნიშნით შერჩეული არაკვალიფიციური თანამშრომლებით დამძიმებული სტრუქტურა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ადამიანების ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცვლილებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

„ის 7 თვითმმართველი ქალაქი, რომელიც უქმდება და დღეს ვითომ გვეუბნებიან, რომ არ უქმდება და ამით მოატყუებენ და შეცდომაში შეიყვანენ მოსახლეობას, რომ ვითომ მერი ერქმევა და არა გამგებელი, 7 თვითმმართველი ქალაქი რჩება თვითმმართველის სტატუსის გარეშე და ამით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ახალი რეფორმის შემდეგ, მხოლოდ მერი ეყოლება.

დღის ამბები