25 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
ლაშა თორდიამ დაუწუნა მისალმების ფორმა ბატონ ოთარ ფარცხალაძეს და პირადი სივრცის დარღვევა მოხდა - გაგი მოსიაშვილი

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი, გამოძახების შემთხვევაში საგამოძიებო უწყებასთან და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, რომ საგამოძიებო ორგანოს მივცეთ სრულყოფილი ამომწურავი ინფორმაცია, რეალური ინფორმაცია," - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

არჩევანის ეთერში ადვოკატი აცხადებს, რომ  ისინი მტკიცებულებებით გაჯერებულ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას, ვიდრე ლაშა თორდიას მხარეს.

მისი თქმით, გამოძიება შეიძლება გაიწელოს, მიუმეტეს, რომ ამ დრომდე არ არის ფარცხალაძე გამოკითხული. ამის გამო, დაცვის მხარე დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს.

მისი თქმით, ლაშა თორდია განსხვავებული ინტერპრეტაციით ყვება აღნიშნულ ინცინდენტს.

„ჩვენი მიზანი სწორედ გახლდათ ის, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ის რეალური ინფორმაცია, რასაც ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოიყენონ.  

დაცვის მხარის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ იხსენებს ინცინდენტს და აღნიშნავს, რომ თვითმხილველების თქმით, გაურკვევლობა იყო ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის. თუმცა, ადვოკატის თქმით, პირადმა დაცვამ გაანეიტრალა.

„რაღაც გაურკვევლობა გახლდათ ის, რომ, როდესაც ლაშა თორდიამ დაუწუნა მისალმების ფორმა ბატონ ოთარ ფარცხალაძეს და ამასთან დაკავშირებით, როგორც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლაშა თორდიას მიერ დაწუნებულ მისალმების ფორმასთან დაკავშირებით გარკვეული სახის პირადი სივრცის დარღვევა მოხდა და დავა სწორედ ამ შემთხვევაში ერევა,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. 

დღის ამბები