25 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
არანაირი მიწის გადაცემა ქალაქისთვის არ მომხდარა - ირაკლი ნადირაძე გაგი მოსიაშვილის განცხადებას "სიცრუეს" უწოდებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ირაკლი ნადირაძე, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ადვოკატის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძემ მიწის ნაკვეთი, რეკრეაციული ზონის განაშენიანების მიზნით, სახელმწიფოს გადასცა.

ნადირაძემ გადაცემა არჩევანში ის დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც ფარცხალაძე თბილისი მერიისგან ამავე მიწის ნაკვეთზე ოთხ 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ითხოვს.

ნადირაძე გაგი მოსიაშვილის განცხადებას "ტყუილს" უწოდებს.

 „არანაირი მიწის გადაცემა ქალაქისთვის არ მომხდარა და ეს არის სრული სიცრუე და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს ელექტრონულად ატვირთული მერიის არქიტექტურის გვერდზე, სადაც ძალიან საინტერესო დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ, რომ ამ ერთ ჰექტარზე ბატონი ოთარ ფარცხალაძე ითხოვს მთელ ტერიტორიაზე ოთხ 20-სართულიანი კორპუსის აშენებს ბატონი ფარცხალაძე. სწორედ ამიტომ არის, რომ ასე გავეშებული, ასე კბილებით იცავდა ბატონი ფარცხალაძე თავის ბიზესინტერესებს და ის მზად არის, როგორც ჩანს, რომ ის უკანონოდ ნაშოვნი მილიონები დაიცვას ისეთივე ძალადობრივი მეთოდებით, როგორც ეს მოხდა ბატონი ლაშა თორდიას შემთხვევაში,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

დღის ამბები