16 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
დონალდ ტრამპმა გიორგი მარგველაშვილს საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს საქართველო - ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი მიულოცა.

"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულთბილი სურვილები და გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის," - ნათქვმია დონალდ ტრამპის წერილში.

"ჩვენი პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ.

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი," - ნათქვამია წერილში. 

დღის ამბები