20 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
ორაზროვანი პოლიტიკის შედეგი - ოპოზიცია გერმანელი დიპლომატის სკანდალურ განცხადებას აფასებს

გერმანელი დიპლომატის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის ოკუპირებულ ცხინვალში ვიზიტისას გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.  

ნაციონალურ მოძრაობაში გერმანელი დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ხელისუფლების არასწორ საგარეო პოლიტიკას უკავშირებენ. ნინო კალანდაძე ამბობს, რომ მომხდარი შედეგია იმ ორაზროვანი პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

„როდესაც ასეთ განცხადებას ჟენევის თანათავმჯდომარე აკეთებს, პირველ რიგში დიპლომატიურად ძალიან მიუღებელი განცხადებაა, ეს ერთი, მაგრამ სამწუხაროდ მიუთითებს იმ ორაზროვან პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. ერთი, რომ ჟენევის მოლაპარაკების მიმართ გაუცხოებაა აქვს ქართულ ხელისუფლებას და მეორე, მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მათ შორის არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებით არ აქვს სათანადო დამოკიდებულება,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მმართველ გუნდს ვითარების სწრაფი გარკვევისკენ მოუწოდებენ ევროპული საქართველოს წევრები.

„მან თავად უნდა გააკეთოს განმარტება თუ რას ნიშნავს ეს და ჩვენმა ხელისუფლებამაც, საგარეო უწყებამ სათანადო კითხვები უნდა დასვას. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რას გულისხმობს ბატონი ზალბერი, როდესაც ამგვარ განცხადებას აკეთებს,“ - ამბობს გიგი წერეთელი.

განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ოკუპირებულ ცხინვალში ვიზიტისას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს - ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები