24 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
„რუსეთის ჯარების ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ ძალის გამოყენებას ნიშნავს" - დავით დონდუა

„რუსეთის ჯარების ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ ძალის გამოყენებას ნიშნავს, ძალის გამოყენებას ნიშნავს ასევე გამალებული მილიტარიზაცია ამ რეგიონების,“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ გერმანელი დიპლომატისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ გაკეთებულ კომენტარზე განაცხადა. 

საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„ჩვენ ვაგრძელებთ, როგორც ჟენევაში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, იმისთვის, რომ რუსეთმა აიღოს ეს ვალდებულება. 2012 წლის გაზაფხულიდან ჟენევაში მონაწილეები მუშაობენ ერთობლივი განცხადების ტექსტზე, ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით. მოხერხდა პოზიციების ერთგვარი დაახლოება, მაგრამ ჯერ კიდევ არის ფუნდამენტური განსხვავებები, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვილაპარაკოთ რაიმე მნიშვნელოვან პროგრესზე,“- განაცხადა დავით დონდუამ. 

ჰერბეტ ზალბერმა განაცხადა, რომ საჭიროა შეიქმნას დოკუმენტი, სადაც მხარეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას აიღებენ, თუმცა გერმანელ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ მხარეებზეა საუბარი.

 

დღის ამბები