23 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
ხმაური ოზურგეთში - გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ხმაური იყო დღეს ოზურგეთში - მოვაჭრეები გარევაჭრობის შეზღუდვას აპროტესტებენ. მათი თქმით, ქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მის შესრულებას არ აპირებენ. მოვაჭრეებს ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

მერის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ საკრებულოშიც, სადაც მიაჩნიათ რომ შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ საკრებულოს უნდა მიეღო და არა მერიას.

„ხდება უკანონობა, იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულოს არ აქვს რეგულაცია გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით და უკანონოდ ხდება ამ ხალხის დარბევა და გადაყვანა სხვა ადგილებში. მე ვითხოვ, რომ საკრებულომ მიიღოს რეგულაცია, ამ ხალხს გამოეყოს სპეციალური ადგილები, სადაც ივაჭრებენ,“ - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ლევან მგელაძემ.

დღის ამბები