15 დეკემბერი 2019,   14:20
ვრცლად
ბათუმისა და ფოთის პორტების ხელოვნური გაკოტრება და ფარცხალაძის როლი - გივი თარგამაძე დეტალებს ასაჯაროებს

ევროპულ საქართველოში იმ სავარუდო კორუფციული სქემის დეტალებს ასაჯაროებენ, რომლის სათავეშიც, გივი თარგამაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე დგას. საუბარი ეხება ბათუმისა და ფოთის პორტების ხელოვნურ გაკოტრებას და ივანიშვილის გარემოცვის მიერ ბათუმის მცირე პორტის ხელში ჩაგდებას.

თარგამაძის ინფორმაციით, ფარული გარიგებების შედეგად რუსული ლუკოილი და მისი ორი შვილობილი კომპანია საწვავის შემოტანის მონოპოლისტები გახდნენ. მისი თქმით, შედეგად ყაზახურმა მხარემ ინვესტიციაზე უარი თქვა და ბიუჯეტმა მილიონობით ლარი დაკარგა.

გივი თარგამაძე საქმეში ჩართულ სხვა პირებსაც ასახელებს, მათ შორის, ვანო ჩხარტიშვილს, უჩა მამაცაშვილს, ბიძინა ივანიშვილს და ყოფილ მთავარ პროკურორს. ფარცხალაძე იმ პერიოდში ლუკოილში ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა

„გაღატაკდა ფოთის პორტი, პრაქტიკულად, მთლიანად დაინგრა ბათუმის დიდი პორტი და დარჩა მხოლოდ ეს მცირე პორტი. მცირე პორტიც დაუტვირთავია, გარდა ლუკოილის სიმძლავრეებისა. ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობა, ალბათ, აქ იყო განმსაზღვრელი. მართავდა პროცესს, პრაქტიკულად, სასამართლოებში. ივანიშვილის ოჯახი პარავს ადამიანებს, მოქალაქეებს ამ ქვეყნის ფულს, პრაქტიკულად, ახდენს საინვესტიციო გარემოს, არა თუ დამძიმებას, არამედ მოკვლას,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.

 

დღის ამბები