16 ივლისი 2019,   08:54
ვრცლად
ნუ მაწუხებთ - დაკითხვის შემდეგ ფარცხალაძემ ჟურნალიატების კითხვებს არ უპასუხა

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა დასრულდა და მან პოლიციის განყოფილება დატოვა. ის სამართალდამცავებმა კლუბ ელ ცენტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხეს.

ყოფილი მთავარი პროკურორი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში 15:00 საათზე იყო დაბარებული.

ოთარ ფარცხალაძე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმას კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მას ვერეს ხეობაში მიწების გადაცემასთან დაკავშირებით არანაირი კომპენსაცია არ მიუღია.

ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ოპონენტების განცხადებებს ეხმაურება, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ქვეყნის სავარაოდო დატოვებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძე არსად წასვლას არ გეგმავს.

გაგი მოსიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი მოკვლევიდან ჩანს, რომ ფარცხალაძე-თორდიას საქმეში არანაირი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ დასტურდება, რის გამოც, მისი პირადი შეხედულებით, გამოძიება უნდა შეწყდეს.

გაგი მოსიაშვილი ასევე იმედოვნებს, რომ ელ ცენტროს ხელმძღვანელობა მათ მიაწვიდთ ვიდეო კადრებს, სადაც შესაძლოა ასახული იყოს 13 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენები.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ოთარ ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირებს ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები