19 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
შესაძლო კორუფციული სქემა უფასო სასადილოებში - გიორგი ვაშაძემ პროკურატურა დატოვა

სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს თავმჯდომარემ თბილისის მთავარი პროკურატურა დატოვა. გიორგი ვაშაძემ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ უფასო სასადილოებში არსებულ შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას პირობა მისცეს, რომ საქმე აღიძვრება. მისივე თქმით, პროკურატურაში განუცხადეს, რომ საქმის შესწავლა უკვე დაწყებული აქვთ.

„ჩვენ წარვადგინეთ აბსოლუტურად ყველა მასალა, რომელიც ამტკიცებს იმ მასშტაბურ კორუფციულ სქემას, რომელიც არის შექმნილი უფასო სასადილოებში. მეორე, ჩენ დავაფიქსირეთ და კარგია ეს, რომ პროკურატურას უკვე დაწყებული აქვს გარკვეული შესწავლა ამ მასალების და პრინციპში, შევთანხმდით იმ საფუძვლიან ეჭვებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში. მესამე, ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ აუცილებლად აღიძრება საქმე ამ საქმესთან დაკავშირებით და მეოთხე, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამ საქმეს ორივე მხარე, ურთიერთთანამშრომლობით მიიყვანს ბოლომდე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქმე ეხება ახალი საქართველოს წარმომადგენლების მიერ დედაქალაქის უფასო სასადილოებში გამოაშკარავებულ სავარუდო კორუფციულ სქემას. ახალი საქართველოს ლიდერმა უწყებაში შესვლამდე განაცხადა, რომ ის და მისი თანაპარტიელები მიაწვდიან ინფორმაციას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს იმ შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რომლის გამოვლენაც სამთვიანი მონიტორინგის შედეგად მოხდა.

 

დღის ამბები