14 ოქტომბერი 2019,   11:01
ვრცლად
ორი აქცია თბილისში - ლგბტ პირების აქციას სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა იცავდა

ერთდროულად გამართული ორი აქცია თბილისში - სამღვდელოებამ და მრევლმა ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს, თბილისის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და დღის ბოლოს სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის კურთხევა მიიღეს. ლგბტ პირებმა კი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციით აღნიშნეს და საკუთარი უფლებების დაცვა მოითხოვეს.

შეკრების მონაწილეები ადგილზე სპეციალურად სამარშუტო ტაქსებით, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მიიყვანეს.

სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა იმყოფებოდა მთავრობის კანცელარიასთანაც. პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების გამო, ტერიტორიაზე მისასვლელი ყველა პარალელური ქუჩა გადაკეტა.

შეკრებილები აცხადებდნენ, რომ საქართველოში თავს დაუცველად გრძნობენ და ყოველდღიურად მათი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო, საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

აქციის მშვიდად ჩატარების მიუხედავად, არასამთავრობო სექტორი ქვეყნაში ლგბტ პირების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე საუბრობს.

აქციას დღეს მონიტორინგს სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც უწევდნენ. ისინი ლგბტ პირების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

დღის ამბები