23 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
Travel Guide - ინოვაციური იდეა, რომელიც ქართველ და უცხოელ ტურისტებს მოგზაურობას გაუმარტივებს

ინოვაციური იდეა და ახალი ტურისტული აპლიკაცია, რომელიც ქართველ და უცხოელ ტურისტებს მოგზაურობას გაუმარტივებს. ვირტუალური რუქები და ხმოვანი გზამკვლევი სამ ენაზე. Travel Guide -ის აპლიკაციის მობილურებში გადმოწერა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.

ინოვაციური ტურისტული აპლიკაცია Travel Guide, ტურიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიებით გატაცებულმა ახალგაზრდებმა ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის შექმნეს. გზამკვლევი სამ ენოვან ინფორმაციას, ვირტუალურ რუქებს და ხმოვან ჩანაწერებს აერთიანებს.

Travel Guide აპლიკაციის სამუზეუმო ნაწილს ხვალ ხალხური გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას ოფიციალურ პრეზენტაციაზე პირველად წარუდგენს.

დღის ამბები