20 სექტემბერი 2017,   22:22
ვრცლად
"ახალი საქართველო" თბილისის საკრებულოს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

ახალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოს ერთი ფოტოაპარატის შესაძენად, ტენდერისთვის 12 660 ლარი აქვს გამოყოფილი.

პარტიის ლიდერი უწყებას ტენდერის გაუქმებას სთხოვს. ხაბეიშვილმა ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა.

"ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ იმედი გვაქვს, რომ დედაქალაქის საკრებულო უკან დაიხევს და 12 ათას ლარს ფოტოაპარატში არ გადაიხდის," - განაცხადა ლევან ხაბეიძვილმა.

დღის ამბები