21 ნოემბერი 2017,   12:08
ვრცლად
სახალხო დამცველის ანგარიში - მწვავე კრიტიკა და ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშიდან რამდენიმე საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. მმართველ გუნდს კითხვები სახალხო დამცველთან დღეს მხოლოდ რუსთავი 2-ის საქმეზე ჰქონდა.

ხელისუფლების მხრიდან ჩარევის საფრთხეებზე უჩა ნანუაშვილის გამოსვლას და დეპუტატების დაინტერესებას, დღეს სახალხო დამცველის მხრიდან კიდევ უფრო მწვავე შეფასება მოყვა. მმართველი გუნდი დღეს სტრასბურგის გადაწყვეტილების ინტერპრეტირებასაც ცდილობდა.

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი კომპენსაციის გაცემის საკითხს სწავლობს და ამის შესახებ დასკვნა ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

სახალხო დამცველის მრავალგვერდიან დასკვნაში გამოთქმულ კრიტიკაზე მწვავე რეაქცია დღეს უმრავლესობას არ დაუმალავს. მათმა ნაწილმა პირველ უფლებადამცველს სახელმწიფო სტრუქტურებში დადებითი ტენდეციების შესახებ საუბრისკენ პირდაპირ მოუწოდა.

სახალხო დამცველის განმარტებით, სხვადასხვა უწყების ინფორმაციაზე მიუწვდომლობა აპარატისთვის ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება. ნანუაშვილის უწყებას გასულ წელს საჩივრით 9 ათასამდე მოქალაქემ მიმართა.

 

სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენის შემდეგ პარლამენტმა ევროპულის საქართველოს ინიციატივაზეც, ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, იმსჯელა. თუმცა, უმრავლესობაში ოპოზიციის ინიციატივას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ პროკურატურას გამოძიების საწარმოებლად გონივრული ვადა სჭირდება

 

დღის ამბები