სულ მცირე 22 ადამიანია დაშავებული ტაიმ სკვერზე მომხდარი შემთხვევის გამო. უცხოური მედიის ინფორმაციით, მანქანა ხალხში შევარდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მანქანა დიდი სიჩაქრით მოძრაობდა. დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
CNBC-ის ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი. ერთ-ერთმა თვითმხილველმა Reuters-ს განუცხადა, რომ მანქანა მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ტროტუარზე მიდიოდა.
სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ის ტერორისტი არ არის. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მძღოლმა საჭე, სავარაუდოდ, ვერ დაიმორჩილა და ავარიაც ამ მიზეზით მოხდა.
What"s happening in Times Square?? This car was in the sidewalk and people are on the streets pic.twitter.com/PsepRtfrAr
— gb (@gb__) May 18, 2017