22 ივლისი 2017,   02:43
ვრცლად
ცხინვალში გაკეთებული სკანდალური განცხადება - ჰერბერტ ზალბერი შესაძლოა ხვალ საგარეო უწყებაში დაიბარონ

ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარე შესაძლოა ხვალ ახსნა განმარტებისთვის საგარეო უწყებაში დაიბარონ. ცხინვალში გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, გერმანელი დიპლომატი ამჯერად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ჰერბერტ ზალბერმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ერთად ქართული მოსახლეობისთვის დაკეტილი გადასასვლელები დაათვალიერა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კოლეგებად მოიხსენია.

ჯერჯერობით ისევ უცნობია, რით უპასუხებს ოფიციალური თბილისი დიპლომატის არამეგობრულ შეფასებებს. ფაქტია, რომ ამ დროისთვის ქვეყნის ხელისუფლებაში ერთიანი პოზიცია არ არის.

მთავრობისგან განსხვავებით, ჰერბერტ ზალბერის არამეგობრული განცხადების გამო, ჟენევის დისკუსიებიდან ჩამოშორებას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია. ის, რომ გერმანელ დიპლომატს ბრიუსელი უკან გაიწვევს, დარწმუნებულია მმართველი გუნდიც.

ჰერბერტ ზალბერი თბილისში ოკუპირებული აფხაზეთიდან ხვალ ჩამოვა. სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო უწყება ახსნა განმარტებისთვის მას ხვალვე დაიბარებს.

დღის ამბები