22 ივნისი 2017,   15:55
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში - ირაკლი კობახიძე მონტენეგროელ კოლეგას შეხვდა

ირაკლი კობახიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ვარშავაში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ივან ბრაჟოვიჩთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ირაკლი კობახიძე და ივან ბრაჟოვიჩი აქტიურ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ივან ბრაჟოვიჩი საქართველოში მოიწვია.

დღის ამბები