23 მაისი 2017,   11:06
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის სახლში სავარაუდოდ იარაღს ეძებენ - პირველი კომენტარები
ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩხრეკა გრძელდება. წოწორიას ძმის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცველები იარაღს ეძებენ.
 
ბათუმში, წოწორიების ბინაში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან. 
ახლობლები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან, ადასტურებენ, რომ ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს, თუმცა მათი თქმით, მიზეზი მათთვის უცნობია. 

„ეს ადამიანი პატიოსანი ადამიანია. მუშაობს, თავისი სპეციალობა აქვს, თავისი ცეხი აქვს გახსნილი. პატიოსნად, წყნარად, ყოველთვის ყველაფერი წესრიგში აქვს და რა გახდა ამის წინაპირობა არ ვიცი,“ - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკას ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ბინაში ცოტა ხნის წინ ექსპერტ-კრიმინალისტები შევიდნენ. 

 
 
დღის ამბები