19 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
"ასე ფიქრობს მთელი თბილისი" - ახლობლები მიმდინარე ჩხრეკას მოსამართლე ნონა წოწორიაზე ზეწოლას უკავშირებენ

ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლთან ოჯახის ახლობლები და მეზობლები არიან შეკრებილი. ისინი ჩხრეკის დასრულებას ელოდებინა. როგორც ცნობილია, ბათუმში, წოწორიების ბინაში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან. 

მათთვის უცნობია მიმდინარე ჩხრეკის მიზეზი. თუმცა, ისინი არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება, არა ოთარ წოწორიას, არამედ მის დას, მოსამართლე ნონა წოწორას უკავშირდება.

"ნონა წოწორია სტრასბურგში ხომ არის მოსამართლე, თბილისის მოსამართლეები ხომ არ მიიღეს სტრასბურგში და აკეთებენ მის ძმაზე ზეწოლასო. მე კი არა, ასე ფიქრობს მთელი თბილისი, ძმა რომ არის, ზეწოლას აკეთებენ მასზეო, რა ვიცი რატომ,“ - აცხადებს წოწორიების მეზობელი. 

 

 

 

დღის ამბები