ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენეზე დაკავებული კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.
როგორც ადვოკატებმა განცხადეს, მოწმეების დაკითხვა არ იგეგმება. მათივე თქმით, დაკავებულები აქციაზე იყვნენ, თუმცა მათ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათი ნაწილი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.
მათ მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.