25 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში მოიპოვება მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რის გამოც პროცესის დახურვას მოითხოვენ

ამ წუთებში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა იწყება, მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან და პარალელურად, დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევა. გამოძიება დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარების მიზნით მკვლელობის მომზადებას ედავება.

პროკურატურა დღესაც სასამართლო სხდომის სრულად დახურვას მოითხოვს. საქმის პროკურორის განცხადებით, ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებასაც ის სასამართლო დარბაზში გეგმავს, ზიანს მიაყენებს მოწმეებს და შესაძლოა საზოგადოების აღშფოთებაც გამოიწვიოს.

„ჩვენ შესავალ სიტყვაში მოვახდენთ იმ მტკიცებულებების დემონსტრირებას, რომელიც ნებისმიერ ნეიტრალურ, ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ გიორგი მამალაძე გეგმავდა ანგარებით ადამიანის მკვლელობას,“ - განაცხადა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ. 

თავად ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სხდომის საჯაროობას მოითხოვს. უფლებადამცველები პროკურორების არგუმენტებს უსაფუძვლოს უწოდებენ და მოსამართლეს სხდომის მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დახურვისკენ მოუწოდებენ.

„თუ საჭიროება გახდება, კონკრეტული მოწმის მიმართ დასმულ რამდენიმე კითხვაზე დაიხუროს სხდომა. რაც არა ერთხელ ყოფილა ქართული სასამართლოს პრაქტიკაში, მათ შორის გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე,“ - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

დღის ამბები