24 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
"ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში" - დეკანოზი გიორგი მამალაძე

ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში - ამის შესახებ განცხადება, მკველელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულმა დეკანოზმა, მამა გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმის არსებით განხილვაზე მამა გიორგი მამალაძემ დაკავების მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ ის მანქანაში ჩაჯდომისას ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დააკავეს. 

დეკანოზის თქმით, დაკავების შემდეგ მას ეუბნებოდნენ, რომ პატრიარქი მოკვლა სურდა და არც ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს. 

"ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მე დამაკავეს მაშინ, როდესაც მე ჩავჯექი მანქანაში, რომელსაც მივყავდი აეროპორტში. ახსნა განმარტების გარეშე შემბოჭეს, განმარტებები არ უთქვამთ, არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება. ხან მეუბნებოდნენ პატრიარქის მოკვლა მინდოდა ხან ვისი ხან ვისი. რაც შეეხება ჩხრეკას, პროკურატურაში გამჩრიკეს," - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები