18 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
მაკგრეგორი VS მეივეზერი - მსოფლიო დიდი ბრძოლის მოლოდინში

ირლანდიელი UFC-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი თანახმაა ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლაზე. მაკრეგორმა კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ორგანიზატორები ახლა უკვე ვეტერანი მოკრივის თანხმობას ელიან.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მაკრეგორი-მეივეზერის დაპირისპირება კრივის წესებით წარიმართება. კონტრაქტის დეტალები ამ დროისთვის არ გახმაურებულა, თუმცა უცხოური მედიის წარმომადგენლების ვარაუდით საქმე რეკორდულ თანხებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის მეივეზერმა აქტიური სპორტული კარიერა 2015 წელს დაასრულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით მზად არის მაკრეგორს დაუპირისპირდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები