24 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
ინტიმური ვიდეოებით ნუ გვაშანტაჟებთ - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი პროკურორს პასუხობს

ინტიმური ვიდეოებით ნუ გვაშანტაჟებთ - ამ განცხადებით, სასამართლო პროცესზე მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ვლადიმერ ვექილიანმა თქვა, რომ საქმეში დევს დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტიმური დეტალები, რისი გასაჯაროვებაც, შესაძლოა მედიის მხრიდან არასწორად მოხდეს.

ამ არგუმენტით პროკურორმა საქმის მოსამართლისგან არსებითი განხილვის დახურვა მოითხოვა. 

პროკურორმა კი ადვოკატის საპასუხოდ განაცხადა, რომ დაცვამ დაამახინჯა მათ მიერ ნათქვამი, რადგან, მათი განმარტებით, მათ არ უთქვამთ, ვიდეო მასალა, არამედ ინფორმაცია, რომელიც უნდა გაასაჯაროვონ, შეიცავს ინტიმურ დეტალებს.

ამ წუთებში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან და პარალელურად, დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევა. გამოძიება დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარების მიზნით მკვლელობის მომზადებას ედავება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები